ტურა და მელა

ტურამ ერთ დედეაბერს ქათამი მოსტაცა და ტყისაკენ გააქანა. დედაბერი უკან დაედევნა, მისდევს, ილანძღება და მიჰკივის: ვაი, ჩემი ბრალი, ტურამ ერთი ლიტრა ქათამი მომტაცაო. ტურა მობრუნდა და ყურს უგდებს დედაბრის ლანძღვით სავსე ყვირილს. ამ დროს თავზე წაადგა მელია და ჰკითხა: - ძმობილო, რას უყურებ ამ დედაბერს, ლანძღვით ამიკლო, ეს ქათამი ერთი ჩარექაც არ გამოვა და ის კი გაიძახის: ტურამ ერთი ლიტრა ქათამი მომტაცაო. ამაზე მეტი ცილისწამება იქნება?! - აბა, მიჩვენე, - უთხრა მელამ, - მე შევიტყობ, რა სიმძიმის არისო.

მელამ ჩამოართვა ქათამი და უთხრა: - დეე, ჩემზე ერთი ძნა იანგარიშოსო, - დაავლო პირი ქათამს, მოკურცხლა ტყისკენ და გადასანსლა.

Хостинг от uCoz