ჩიტი და მელია

 

  იყო ერთი ჩიტი-ჩიორა. ტყეში ხეზე მოხერხებული ალაგი იპოვა და ბუდე გაიკეთა. მერე შიგ ჩაჯდა და სამი კვერცხი დადო. სამკვირაზე გამოჩეკა პატარა ჩიორები.  

  დედა თავის შვილებს უზიდავდა ჭიებს, კალიებს, პეპლებს, ბუზებს, აჭმევდა და ზრდიდა.  

  დიდ სიხარულში იყო ჩიორა: ჩქარა დავაფრენ ჩემს ბარტყებსო. მაგრამ მალე უბედურება ეწია: წყეულმა მელამ ბუდეს მიაგნო. მიცუნცულდა ხის ძირას და ჩიორას შესძახა:  

- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!

 - რაო, ბატონო, მელაო?  

- ერთი ბარტყი გადმომიგდე  

თორემ შავ დღეს დაგაყენებ:  

ცულს მოვიტან, ცუნცულასა,  

ხელეჩოს და წალდუნასა,  

ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,  

შენც შეგჭამ დაშენს შვილსაცა.

 

  შეეშინდა საწყალ ჩიორას, აიყვანა ერთი ბარტყი და გადმოუგდო მელიას. მელიამ პირი დაავლო, ბუჩქებში გაარბენინა და გადაყლაპა.  

  მეორედ კიდევ მიირბინა და შესძახა:  

- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!  

- რაო, ბატონო, მელაო?  

- ერთი ბარტყი გადმომიგდე  

თორემ შავ დღეს დაგაყენებ:  

ცულს მოვიტან, ცუნცულასა,  

ხელეჩოს და წალდუნასა,  

ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,  

შენც შეგჭამ დაშენს შვილსაცა

 

 დაღონებულმა ჩიორამ მეორე ბარტყიც აიყვანა და მელიას გადმოუგდო. მელიამ პირი ატაცა, ბუჩქებში გაარბენინა და გადაყლაპა. მესამედაც მიცუნცულდა მელია და ჩიტს შესძახა:

 

- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!  

- რაო, ბატონო, მელაო?  

- ერთი ბარტყი გადმომიგდე  

თორემ შავ დღეს დაგაყენებ:  

ცულს მოვიტან, ცუნცულასა,  

ხელეჩოს და წალდუნასა,  

ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,  

შენც შეგჭამ დაშენს შვილსაცა.

 

  მწარედ დაღონებულმა ჩირამ მესამე  ბარტყიც აიყვანა და მელიას გადმოუგდო. მელიამ გაარბენინა ისიც სწრაფად გადაყლაპა. უბედური ჩიტი მოშორდა იმ არემარეს, ჩამოჯდა ერთ ხეზე დაღონებული.

 

  მონადირემ დაინახა ჩიტი და ჰკითხა:

 

  - ეგრე მწარედ რამ დაგაღონა, ჩიორაო?  

  - ერთმა წუწკმა მეამ შვილები სულ შემიჭამაო.  

  - აბა, წამო, მიჩვენე ის წყეული და მე გაყურებინებ იმის სეირო.

 

  ჩიტი გაუძღვა მონადირეს და მელიასთან მიიყვანა. მონადირემ მელიას თოფი ესროლა, შიგ პირში მოარტყა და სული გააფრთხობინა.

 

 

Хостинг от uCoz